IMG_6515

მანიკა და გიორგი – მე მიყვარს დედა

ყოველთვის ემოციურია, როდესაც ვხედავ ჩემი შვილის ნახატებს, რომლებშიც ის თავის გრძნობებსა და ფიქრებს გადმოსცემს. ვცდილობ, ხატვის პროცესში მას ხელი არ შევუშალო და ხშირად მიყვარს ყურება იმის თუ როგორი სერიოზული განწყობით იწყებს ხატვას და ბოლოს როგორი კმაყოფილია თავისი ნამუშევრით.

კაფსულამმომცა საშუალება რომ გიორგის ნახატს სხვა ფუნქცია შეეძინა, ის არამარტო ფურცელზე ნახატად, არამედ სამახსოვრო ნივთადსამკაულად გადაქცეულიყო.

ზოგადად, არ მიყვარს სამკაულები და ხშირად არ ვატარებ მათ, მაგრამ ეს ნივთი იქნება განსაკუთრებული ჩემს ცხოვრებაში და მას სიამოვნებით ვატარებ ყოველთვის.

კაფსულაერთ ნივთში ათავსებს იმ ემოციებს და გრძნობებს, რომლებსაც ჩემი შვილი განიცდიდა ხატვის დროს, რაც ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის. გიორგის ემოციები სულ ჩემთან იქნება, უსაყვარლესი სამკაულის სახით!

პოსტის გაზიარება