es2

რატომ უნდა ხატონ ბავშვებმა

ხატვა, ეს ის უმნიშვნელოვანესი პროცესია, როდესაც ბავშვს სრული თავისუფლება ენიჭება თავისი გრძნობებისა და ფიქრების გამოსახატად. ხელოვნების პროცესში ბავშვის აზროვნება ვითარდება, ყალიბდება თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის ელემენტები, რომლებიც დაეხმარება მას მომავალში ნებისმიერი პრობლემა გააზრებულად გადაჭრას.

კვლევების თანახმად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხატვის პროცესი მრავალფუნქციურია და მას ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. აუცილებელია მშობლებმა ხელი შეუწყონ ბავშვებს ხატვის პროცესში, არ დატოვონ მათი ნახატები შეფასების გარეშე და ამით მათ ხელი შეუწყონ ბავშვების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა ხატოს ბავშვმა ხშირად, რათა ამით ძალიან  დიდი ნაბიჯი გადადგას საკუთარი თავის ამოცნობაში.

ხატვა ბავშვის ტვინის ორივე ნაწილი განვითარებას უწყობს ხელს და ამავდროულად, დამტკიცებულია, რომ პატარები სიახლეების 33%- სწორედ ვიზუალურად შეიცნობენ. ასევე მიიჩნევა, რომ მხატვარი პატარები, რომლებიც დიდ დროს უთმობენ ხატვას, უკეთ კითხულობენ, სწავლობენ და უკეთეს შეფასებებს იღებენ საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში. ხატვა არის ერთერთი საშუალება, რომელიც სჭირდებათ მათ საკუთარი თავების გამოსავლენად. ისინი ამ პროცესში ამჟღავნებენ საკუთარ გრძნობებს, ემოციებს, განცდებს და რეალურად შეიცნობენ საკუთარ შესაძლებლობებს. მხატვარი პატარების თვითშეფასება იზრდება, როდესაც მშობელი თუ თანატოლი აღნიშნავს, რომ მის ნახატში დიდი შრომაა ჩადებული და სურთ კიდევ ნახონ მისი შემდეგი ნახატი. ხატვა ეხმარებათ ბავშვებს ყურადღება გაამახვილონ გარემოზე, ბუნებაზე და მის გარშემო არსებულ მდგომარეობაზე. ისინი მარტივად აღიქვამენ სიახლეებს და სურთ მათი შეცნობა. ხატვა ეხმარება ბავშვებს თავისა და თვალების კოორდინირებაში.
მიჩნეულია, რომ ხატვის პროცესი ბავშვებს უვითარებს თავისუფლად ფიქრის საშუალებას, მხატვარი პატარები ხშირად კითხვების დამსმელები არიან და არა მოპასუხეები. მათ სხვადასხვა თემის მიმართ ინტერესები უჩნდებათ და საჭირო ინფორმაციის მისაღებად თავისუფლად სვამენ შეკითხვებს.

აუცილებელია, მშობლებმაც გაუზიარონ პატარებს თავიანთი გამოცდილება, თუ როგორ ხატავდნენ ამა თუ იმ ფიგურებს და ამით აგრძნობინონ მათ, რომ ხატვა ეს ყველასთვის აუცილებელი პროცესია და არასდროს უნდა მოსწყინდეთ საკუთარი თავების აღმოჩენა საკუთარ ნამუშევრებში.

პოსტის გაზიარება