1

საბავშვო დღე „დროის კაფსულასთან ერთად“

8 ივლისს 16:00-ზე „დროის კაფსულა“ „შიკ ბებე-სთან“ ერთად  მთაწმინდის პარკში გიმასპინძლებთ.  საბავშვო დღის სტუმრებს საინტერესო სიურპრიზები ელით. „დროის კაფსულა“ პატარებისთვის სახალისო გათამაშებას მოაწყობს. მათ საშუალება მიეცემათ მოლბერტებზე თავისივე პორტრეტები დახატონ და პრიზიც დაიმსახურონ. მონაწილეები სარკეში დანახულ თავიანთ თავებს ნახატზე გადმოსცემენ, გათამაშებაში გამარჯვებული მხატვარი კი საჩუქრად „დროის კაფსულისგან“ თავისივე ნახატით შექმნილ სამკაულს მიიღებს.

ღონისძიება სრულად ორიენტირებული იქნება რომ მშობლებმა და პატარებმა ერთად კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე გაატარონ. „დროის კაფსულის“ საინტერესო გათამაშების გარდა, საბავშვო დღის სტუმრებს გამოფენა-გაყიდვა, მწერალთან შეხვედრა, საჯარო ზღაპრის კითხვა,  ზღაპრის გმირები, გასართობი თამაშები, ფოტოსესიები, საჩუქრები და საინტერესო სიურპრიზები ელით.

გვეწვიეთ და გაატარეთ კიდევ ერთი მხიარული და ემოცებით სავსე დღე ჩვენთან ერთად. „დროის კაფსულა“ იზრუნებს თქვენი პატარების შემოქმედებით, მხიარულ და დაუვიწყარ საბავშვო დღეზე. გამარჯვებული მხატვარი კი თავისივე პორტრეტს დროის კაფსულით სამუდამოდ შეინახავს.

პოსტის გაზიარება