ჩვენ შესახებ

ბავშვების შემოქმედება მნიშვნელოვანი ფასეულობაა ყველა მშობლისთვის, რადგან იდეალურად წარმოაჩენს მათ შინაგან, ფერად სამყაროს და გულწრფელ განცდებს. პატარები სწრაფად იზრდებიან, იცვლება მათი ემოციებიც, თუმცა მათი პირველი ნაბიჯები, სიტყვები, ნახატები ყოველთვის გამორჩეულად ახსოვთ მშობლებს.

სწორედ ამ მოგონებების შესანახად შევქმენით დროის კაფსულა – ქართული წარმოების ბრენდი, რომელიც პატარა მხატვრების პირველ შედევრებს თქვენს საყვარელ სამკაულად აქცევს. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ბავშვების შემოქმედებამ არ დაკარგოს ნამდვილი იერსახე და ნაკეთობაზე აღიბეჭდოს მათი ნამუშევრის უცვლელი გამოსახულება.

“კაფსულას”, როგორც კომპანიის დაარსების მთავარი იდეაა, მოახდინოს მოგონებების მატერიალიზება, მშობლებს მისცეს საშუალება ბავშვების ნახატები შეინარჩუნონ ისეთი ცოცხალი მოგონებების სახით, რომელიც დროს გაუძლებს.

როგორც კომპანიის ლოგოს შემქმნელი ამბობს, მუშაობის პროცესში სახელის რამდენიმე ვარიანტს განიხილავდნენ, მაგრამ მუდმივად კაფსულას უბრუნდებოდნენ.

“კაფსულას”  კონცეპტი იდეალურად ერგება ბრენდს და მნიშვნელოვანი სენტიმენტების მატარებელია. Time Capsule, დროის კაფსულა ითვალისწინებს აწმყოს შენახვას, მოგონებების შენარჩუნებას, რაც ამ შემთხვევაში ზუსტად ის სერვისია, რასაც ბრენდი სთავაზობს მომხმარებელს. კაფსულა ემოციური და კონცეპტუალური ეკვივალენტია ბრენდის იდეის და მომავალში იძლევა ახალი პროდუქტების ქვებრენდებად დამატების საშუალებას.”

შეინახეთ თქვენი პატარების საყვარელი ნახატები დროის კაფსულით და ატარეთ საუკეთესო მოგონებები მუდამ თქვენთან ერთად. “კაფსულა” იზრუნებს რომ ის თქვენს საყვარელ და სამახსოვრო აქსესუარად გადაიქცეს.

ჩვენ შესახებ

გადააქციეთ თქვენი პატარა მხატვრის შემოქმედება დროის კაფსულად, შეინახეთ მისი პირველი ნახატი და ატარეთ მუდამ თქვენთან ერთად. ნახატების სამკაულად გადაქცევა შესაძლებელია ვერცხლის მასალით და სურვილისამებრ შეიძლება იქცეს კულონად, საყურედ ან ბროშად. ქართული წარმოების უნიკალური და ხარისხიანი პროდუქტი თქვენი საყვარელი აქსესუარი გახდება.

კონტაქტი

– ტელ: (+995) 591 400 990
– ელ. ფოსტა: hello@capsule.ge

Copyright 2018 © Capsule.ge

Created By: KERKETI WEB