თერმოსკრინინგი / ტემპერატურის გაზომვა აზიანებს თუ არა ჯანმრთელობას?
სიცხე, ანუ სხეულის მომატებული ტემპერატურა, ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი რეაქციაა და ერთ-ერთი პირველი ნიშანია ინფექციის, მათ შორის COVID-19-ის დროს. მისი დროული გაზომვა და მართვა მნიშვნელოვანია დაავადების ამოცნობისა და ეფექტური მკურნალობისთვის.