×
ციდა
ფიფი
ქართული
ჯაჭვი
კაფსულა MEN
ახალშობილი
ფოტოპორტრეტი
  • ჩვენ შესახებ

    „ბავშვების შემოქმედება მნიშვნელოვანი ფასეულობაა ყველა მშობლისთვის, რადგან იდეალურად წარმოაჩენს მათ შინაგან, ფერად სამყაროს და გულწრფელ განცდებს. პატარები სწრაფად იზრდებიან, იცვლება მათი ემოციებიც, თუმცა მათი პირველი ნაბიჯები, სიტყვები, ნახატები ყოველთვის გამორჩეულად ახსოვთ მშობლებს“, – „კაფსულა“. „დროის კაფსულას” ავტორები ამბობენ, რომ კომპანიის დაარსების მთავარი იდეაა, შეძლოს მოგონებების მატერიალიზება – მშობლებს, ნათლიებს, მეგობრებს, ნებისმიერს მისცენ საშუალება, ბავშვების ნახატები შეინარჩუნონ ისეთი ცოცხალი მოგონებების სახით, რომლებიც დროს გაუძლებს და ასე საუკეთესო საჩუქარი შექმნან.

    კაფსულას კონცეპტი იდეალურად ერგება ბრენდს და მნიშვნელოვანი სენტიმენტების მატარებელია. Time Capsule – დროის კაფსულა ითვალისწინებს აწმყოს შენახვას, მოგონებების შენარჩუნებას, რაც ამ შემთხვევაში ზუსტად ის სერვისია, რასაც ბრენდი სთავაზობს მომხმარებელს. კაფსულა ემოციური და კონცეპტუალური ეკვივალენტია ბრენდის იდეის და მომავალში იძლევა ახალი პროდუქტების ქვებრენდებად დამატების საშუალებასაც“.

    ქართულ ბრენდ „დროის კაფსულას“ პროდუქცია მზადდება ინდივიდუალურად და უნიკალურად ყველა ნახატისთვის. არ არსებობს 2 ერთნაირი ნივთი, თუ თვითონ შემქმნელს არ სურს ის რამდენიმე ჰქონდეს. „დროის კაფსულას“ სამკაული მზადება უმაღლესი ხარისხის ვერცხლის სინჯით (925). პროდუქტის შექმნაზე მუშაობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი, სამკაული მუშავდება თანამედროვე აპარატურით, რაც პროდუქტის უმაღლეს ხარისხს განაპირობებს. დამზადების ვადაა შეკვეთის მიღებიდან 7 სამუშაო დღე. მომხმარებელს თანამედროვე და ინოვაციური პროდუქტის შეკვეთა უმარტივესი გზით, ელექტრონულად შეუძლია. ბრენდის სოციალური ქსელები და ვებგვერდი www.capsule.ge ორიენტირებულია მომხმარებელს გაუმარტივოს პროდუქტის შეკვეთის პროცესი. მომხმარებლებს კომპანიის კურიერი ნივთს ბრენდირებული შეფუთვით მიუტანს, ნებისმიერ მისამართზე.

    პროდუქტის შექმნის იდეა ორ მეგობარს – ნინო ბუჟგულაშვილსა და ნინო გიგინეიშვილს ეკუთვნით, რომლებსაც ჰქონდათ ერთად მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება.

    ბრენდი capsule 3 წელია ბაზარზეა. საქმიანობა ბავშვების ხაზით - "ციდა" დავიწყეთ და ყველაზე ძვირფასი, ბავშვის ნახატებად გადმოცემული პირველი ემოცია ვარცხლის სამკაულად ვაქციეთ

    2020 წლისთვის გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ბრენდის ძირითადი კონცეპტისთვის კიდევ ორი მიმართულება დაგვემატებინა, რომელიც მეტად მრავალფეროვანს გახდიდა ჩვენს კოლექციას.