წესები და პირობები

      1.     ზოგადი პირობები
1.1 წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს ურთიერთობას შპს „იდეა”-ს ინტერნეტ მაღაზია www.capsule.ge-სა (შემდგომში „მაღაზია”) და მაღაზიის მყიდველს (შემდგომში „მყიდველი ან მომხმარებელი“) შორის. ღილაკის „წავიკითხე და ვეთანხმები წესებსა და პირობების” მონიშვნა, აგრეთვე ვებ-გვერდის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი გამოხატავს თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებთან დაკავშირებით. ღილაკის „წავიკითხე და ვეთანხმები წესებსა და პირობების” მონიშვნით, მომხმარებელი ეთანხმება პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებს“, ასევე აცხადებს თანხმობას მიიღოს მაღაზიისგან საინფორმაციო ან მარკეტინგული ხასიათის შეტყობინებები, შეთავაზებები და ინფორმაცია აქციების შესახებ. 1.2 საიტზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს ზუსტი და სრული ინფორმაცია და ცვლილების შემთხვევაში მოახდინოს მისი განახლება.
      1.     ანგარიშსწორების პირობები
2.1 შეკვეთის ფასი მოიცავს შეძენილი პროდუქციის ღირებულებას, შეფუთვისა და მიწოდების/გადაზიდვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ღირებულების ჩათვლით. შპს „იდეა” თავად უზრუნველყოფს გადახდასთან დაკავშირებული საკომისიოს გადახდას. 2.2 პროდუქციის ფასი მოცემულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში და ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ვალუტით. 2.3 საგადახდო ბარათების მეშვეობით გადასახდელად გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათები.
      1.     მიწოდების პირობები
3.1. „მყიდველის” მხრიდან წინასწარი შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში  პროდუქციის მიწოდება ხორციელდება არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში. 3.2 გამყიდველი გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას შესაბამის შეკვეთაში მითითებული საქონლის მიწოდების ვადის დასაცავად, თუმცა დაყოვნება შეკვეთის მიწოდებაში შესაძლებელია გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, რომლებიც წარმოიშვა გამყიდველისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. 3.3   მიწოდების ფორმები: საკურიერო მიწოდება ან ოფისიდან თვითგატანა 3.4  მიწოდებისას შეკვეთილი საქონელი გადაეცემა „მყიდველს“ ან „მიმღებს“. წინასწარ გადახდილი შეკვეთის მიწოდებისას, მიწოდების განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია მოითხოვოს „მყიდველის“ ან „მიმღების“ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.
      1. გარანტია და პასუხისმგებლობა
4.1 გამყიდველი არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც მიადგა „მყიდველს“ ინტერნეტ – მაღაზიაში შეძენილი საქონლის არასათანადოდ გამოყენების შედეგად. 4.2 გამყიდველი არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც წარმოიშვა  მესამე პირების არამართლზომიერი ქმედების შედეგად; 4.3 პროდუქციის მიღების შემდგომ დასაბუთებული პრეტენზიის შემთხვევაში „მყიდველს“ უფლება აქვს მოითხოვოს თანხის ანაზღაურება. ამისათვის მან უნდა მიმართოს საიტის ადმინისტრაციას ელ. ფოსტის მეშვეობით პროდუქციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. ამ ვადის გასვლის შემდგომ თანხის ანაზღაურება არ მოხდება. პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში თანხის დაბრუნება მოხდება შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა. 4.4 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან მათი მოვალეობების სრულად ან ნაწილობრივად შეუსრულებლობის გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მქონე გარემოებების ზემოქმედებით, საგანგებო ხასიათის მოვლენათა შედეგად, რომელთა გათვალისწინება და თავიდან აცილება მხარეების მიერ შეუძლებელი იყო. 4.5 ყველა იმ შემთხვევებზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული 4.4 პუნქტით, მხარეები მოვალეობების შეუსრულებლობისა ან და არაჯეროვანი შესრულებისას პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4.6 მყიდველი, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას მართლზომიერად გამოიყენოს შეძენილი პროდუქცია. 4.7 ვებ-გვერდის ადმინისტრაცია  იხსნის პასუხისმგელობას, მომხმარებლის მიერ საკრედიტო ბარათის კანონსაწინააღმდეგოდ  გამოყენების შემთხვევაში.

ჩვენ შესახებ

გადააქციეთ თქვენი პატარა მხატვრის შემოქმედება დროის კაფსულად, შეინახეთ მისი პირველი ნახატი და ატარეთ მუდამ თქვენთან ერთად. ნახატების სამკაულად გადაქცევა შესაძლებელია ვერცხლის მასალით და სურვილისამებრ შეიძლება იქცეს კულონად, საყურედ ან ბროშად. ქართული წარმოების უნიკალური და ხარისხიანი პროდუქტი თქვენი საყვარელი აქსესუარი გახდება.

კონტაქტი

– ტელ: (+995) 591 400 990
– ელ. ფოსტა: hello@capsule.ge

Copyright 2018 © Capsule.ge

Created By: KERKETI WEB